ონში ფიტნეს დარბაზი გაიხსნა

by magda

31.05.2022წ.

1 ივნისიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში არსებული ფიტნეს დარბაზით.
ფიტნეს დარბაზის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სპორტული დარბაზით სარგებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ დირექტორს – ტარიელ ბერელიძეს. 551 09 39 79
სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში ონის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ფიტნეს ცენტრში სპორტული ინვენტარის შეძენა და აღჭურვა თანმდევი მომსახურებით შპს ,,მფჯ“ მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content