ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი თემატური საღამო: ,,შენ ხარ მოძღვარი, მოძღვართა შორის” გაიმართა

by magda

08.02.2022წ.

2022 წლის 8 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი თემატური საღამო: ,,შენ ხარ მოძღვარი, მოძღვართა შორის” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული უნიკალური ლიტერატერატურა, აგრეთვე გამომცემლობა პალიტრას მიერ გამოცემული საინტერესო წიგნების სერიალი „ქართველი მეფეები, პატრონნი და მსახურნი ერისანი“.
პოეტმა ანა ერისთავმა დამსწრე საზოგადოებას დავითობა მიულოცა, ისაუბრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხა ლექსები, როგორც ცნობილი მწერლების, ასევე საკუთარი შემოქმედებიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content