ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

22.11.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
22 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით განისაზღვრა შემდეგი საკითხები:
• „ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის“ განხილვა,
• „ონის მუნიციპალიტეტის 2022 -2025 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის“ განხილვა,
• „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“,
შეხვედრას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი – ლევან ოყრეშიძე, რომელმაც საბჭოს წევრებს წარუდგინა შემდეგი საკითხი: ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტის „ სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩარტულობის გზით“; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციების ზრდისა და სამოქმედო გეგმის მოდიფიცირების ხელსეწყობის დაგეგმვა,
სამუშაო შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობისთვის საჭირო ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსახლეობასთან შეთანხმებულად და გამჭვირვალედ განხილვას.
საბჭოს საქმიანობის მიზანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებების, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების, პროექტების სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება და მერისთვის წარდგენა. მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა, მათი წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინება