4
04.11.2021წ.
4 ნოემბერს კამპანია „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოძრავი გამოფენა გაიმართა.
გამოფენას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
კამპანიის მიზანს პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების გაცნობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების არსის გაცნობა, ვაქცინაციის სწრაფი ტემპით გაგრძელება წარმოადგენდა.
მოძრავი გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები. (მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალა).
გამოფენაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა თუ რა არის პანდემია და როგორ ხდება მისი დამარცხება. გარდა იმისა, რომ გამოფენაზე მრავალი დაავადება მიმოიხილეს ისტორიულ ჭრილში, თუმცა ღონისძიება უშუალოდ COVID-19-ს მიეძღვნა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო სამოტივაციო ბანერი, სადაც მისული დამთვალიერებელი თანამოქალაქეებს სამოტივაციო სლოგანებით ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა .
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის და შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა . მოუწოდა მოსახლეობას ჩაიტარონ საჭირო აცრა, გადაარჩინონ საკუთარი და გვერდით მყოფი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.