პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში დაგეგმილია ონის ურბანული განახლება

05.09.2021წ.

პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში დაგეგმილია ონის ურბანული განახლება.
ხორციელდება დემეტრე II-ის მოედნის გარშემო შენობების რეაბილიტაცია. კერძოდ, ფასადის დაზიანებული ნაწილების განახლება, ფასადის ღიობებში საერთო ხასიათიდან ამოვარდნილი ვიტრაჟების შეცვლა ახალი ხანძარმედეგი ეკოლოგიურად სუფთა იზოალუმინით.
ეწყობა სარეკლამო სივრცეები, რაც მოხსნის შენობებზე სარეკლამო ბანერებისა და სტიკერების ქაოსურობას.
აგრეთვე, ხორციელდება აღმაშენებლის მოედანზე მდებარე სკვერის განახლება, შადრევნის განახლება და ლანდშაფტის ცვლილება ნარგავების ჩართვით.
ეწყობა ბილიკები, მონტაჟდება სკამები და ლამპიონები.