ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, რობერტ სტურუას სპექტაკლი – “ჯილდო?!” წარმოადგინა

by magda

28.07.2021წ.

გუშინ, 28 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, რობერტ სტურუას სპექტაკლი – “ჯილდო?!” წარმოადგინა.
სპექტაკლში ცნობილი მსახიობები ტრისტან სალარიძე, ლელა ალიბეგაშვილი, , ზურა ინგოროყვა, ბაჩი ლეჟავა, ნიკა ქაცარიძე და ნატალია ყულოშვილი მონაწილეობენ.
საპრემიერო ჩვენებას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
რუსთაველის თეატრის გასტროლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
covid პანდემიიდან გამომდინარე, სპექტაკლი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content