ონელი გოგონას საოცნებო წარმატება

by magda

20.06.2021წ.

ონელი გოგონას საოცნებო წარმატება…
ელენე კერესელიძე კონკურსში ,,6th international annual photography award” (For beginners and professionals. Take part in the competition with the largest number of professional jury. Best of 100 works will be published in the annual catalogue.) 100 საუკეთესო ქართველ ფოტოგრაფს შორის დასახელდა.
ბედნიერებაა, როცა ასეთ მასშტაბურ კონკურსში საუკეთესოთა შორის ონის მუნიციპალიტეტში აღზრდილმა გოგონამ აღიარება მოიპოვა.
ეს იყო ელენესთვის პირველი კონკურსი პირადი აპარატით, პირველი ცდა , პირველი ფოტო და შედეგმაც არ დააყოვნა.
როგორც ელენე ამბობს დააფინანსეს მისი ახალი ,,ახირება”, რაც მთავარია, სჯეროდათ, რომ რაღაც კარგს, ღირებულს გააკეთებდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ელენე კერესელიძეს, მის ოჯახს და მთლიანად ონის მუნიციპალიტეტს ელენეს ფოტოკონკურსში გამარჯვებას.
წარმატებებს უსურვებს მომავალ შემოქმედებით საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content