ადგილობრივი ეკონომიკის, მეწარმეობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მხარდასაჭერად 18 ივნისს, ქალაქ ონში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

by magda

18.06.2021წ.

ადგილობრივი ეკონომიკის, მეწარმეობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მხარდასაჭერად 18 ივნისს, ქალაქ ონში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ, საქართველოში ავსტრიის ელჩმა ტომას მიულმანმა, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მეულიმ. ფორუმს ასევე ესწრებოდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი- დავით საგანელიძე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად .
ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმო რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების და კონკრეტული პროექტების წარდგენას, ასევე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხილვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის მიმზიდველობას პოტენციური ინვესტორებისთვის. მეორე პანელური დისკუსია დაეთმო ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის რეგიონში მცხოვრები მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის, შესაბამისი უწყებების და სახელმწიფო სააგენტოების (აწარმოე საქართველო, RDA და ა.შ.) ხედვების, მიმდინარე პროგრამების და დაფინანსების ახალი შესაძლებლობების წარდგენა. ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო ფორუმში მონაწილე ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას.
ფორუმი ჩატარდა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA), „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივის“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ (FRLD 2) პროექტის ფარგლებში.
ღონისძიებამ წარმოაჩინა რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები პანდემიის შემდგომ პერიოდში და შექმნა დიალოგისა და დისკუსიის სივრცე ადგილობრივი მეწარმეებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვისა და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content