20
10.06.2021წ.
10ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში ადგილობრივ ფერმერებთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის: “COVID -19“ პანდემიით გამოწვეული მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა და ბაზრის გამოყენება მოსახლეობის ღარიბი ფენებისათვის რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში” ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, თემის მობილიზაციის შედეგად შერჩეულია სამუშაო ჯგუფი – 8 ადამიანის შემადგენლობით, რომლებიც პროექტის დასრულების შემდგომაც განაგრძობენ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, ადგილზე იზრუნებენ თემის განვითარებაზე.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა გაიარეს ტრენინგ/სემინარები ხილის შრობის ტექნოლოგიები ოჯახურ პირობებში. მოწყობილია უეკლო მაყვლისა და ჟოლოს ორი სადემონსტარციო ნაკვეთი/მოდელი წვეთოვანი მორწყვის სისტემისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ადგილობრივ ფერმერებს გადაეცათ 2 მზის/ ენერგო ეფექტური საშრობი, გარეული (ტყის) კენკრის მკრეფავ 4 კაციან ჯგუფს გადაეცათ აუცილებელი სპეც ტანსაცმელი, ჰიგიენური პირადი დაცვის საშუალებები, მუშაობისათვის საჭირო აუცილებელი სამუშაო იარაღები/ ხელსაწყოები.
შეხვედრაზე დაიგეგმა ტრენინგ/სემინარის ჩატარება ბიზნეს გეგმის და საპროექტო განაცხადის მომზადების თემაზე.
პროექტის მონაწილეები რეგიონს გარეთ მოინახულებენ წარმატებულ მეურნეობებს კენკროვანი კულტურების მოვლა- მოყვანის შესახებ, დაესწრებიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა/გაყიდვების ბაზრობებს, გაეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს და ბაზარზე არსებულ სიტუაციას.