ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს 60 ცალი 1100 ლიტრიანი მეტალის ურნა გადასცა

by magda

10.03.2021წ.

მაღალმთიან რაჭაში, ნარჩენების მართვის საკითხი ჩვენთვის ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
 ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს 60 ცალი 1100 ლიტრიანი მეტალის ურნა გადასცა. თვის ბოლოს კი ონის მერია ჩეხეთის კარიტასისგან საჩუქრად დამატებით მიიღებს 135 ცალ 240 ლიტრიან ურნას და 7 კუბური მეტრის მოცულობის მაღალი გამავლობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელ მანქანას.
 პროექტი „ მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“ ხორციელდება სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content