გარდაიცვალა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი

by magda

25.01.2021წ.

ქართულმა სპორტმა მძიმე დანაკლისი განიცადა.
გარდაიცვალა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი უძლიერესი მწვრთნელი, საამაყო რაჭველი და დიდებული ადამიანი – ნუგზარ სხირელი.
ბატონი ნუგზარი, მსოფლიოს დონის სპეციალისტი, მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი გახლდათ. მან გორში საფუძველი ჩაუყარა თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ჩამოყალიბებას. კერის, რომლის აღზრდილებსაც დიდი ხანია სახელი და დიდება მოაქვთ ჩვენი ქვეყნისათვის და რომლითაც დიდი ხანია ამაყობს საქართველო.
ბატონი ნუგზარის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული სპორტისათვის. მისი გარდაცვალებით ფაქტობრივად ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა საჭიდაო სამყაროში. ეპოქა, რომლის მთავარი შემოქმედი ეს დიდი ადამიანი იყო.
ონის მუნიციპალიტეტის მერია სამძიმარს უცხადებს ნუგზარ სხიერელის ოჯახს, მეგობრებს, მის აღზრდილებს და მთელ სპორტულ სამყაროს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content