შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ონის მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ხანძრის ქრობას

by magda

06.01.2021წ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ონის მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ხანძრის ქრობას.
სოფელ ონჭევის მიმდებარედ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სოფელი წოლას მიმდებარედ ჯერ კიდევ იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით.
ამ დროისთვის აღნიშნულ კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content