ონის მუნიციპალიტეტში კვლავ  ხანძარია

by magda

05.01.2021წ.

 ონის მუნიციპალიტეტში კვლავ  ხანძარია.
ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სამუშაოები, პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი,
გიორგი მაქარაშვილი, პირადად გაეცნო.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ონჭევში და წოლშია. სოფელ ონჭევში, თითქმის, ლოკალიზებულია ხანძარი, ხოლო სოფელ წოლში ამ დროისათვის სიტუაცია უცვლელია.
 პირველადი ინფორმაციით ხანძრის გავრცელების არეალი ონში 5 ჰექტარზე მეტია.
 აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, სიტუაციის შესაბამისად პროცესში ჩაერთვება სხვა დამატებითი ტექნიკაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content