ფესტივალი ეთნო – ონი

by magda

19.08.2020წ.

27 აგვისტოს ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ფესტივალი ეთნო – ონი ჩატარდება.

ფესტივალი დაფინანსებულია გაეროს განვითარები პროგრამის UNDP- ს მიერ, “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში” პროექტის ფარგლებში.
ფესტივალი გაიხსნება 12:00 გამოფენებით და მთელი დღის განმავლობაში გექნებათ საშუალება :

დატკბეთ ნამდვილი რაჭული ფოლკლორით.
დააგემოვნოთ რაჭული სამზარეულო,
დაესწროთ ქართველი კალიგრაფების ჯგუფის გამოფენას და ცოცხლად ნახოთ როგორ იქმნება მათი შთამბეჭდავი ნამუშევრები .
მონაწილეობა მიიღოთ რეწვის სახელოსნო “ედენას ” საჩვენებელ სწავლებებში სხვადასხვა მიმართულებით.
გაეცნოთ ახლაგაზრდა ონელი მოქანდაკის ზაურ გამყრელიძის ნამუშევრების გამოფენას.
ფესტივალს დახურავს ანსამბლ”ძირიანის” კონცერტი.
ამის გარდა იქნება კიდევ რამდენიმე სიურპრიზი ფესტივალის სტუმრებისთვის .

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content