ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სოფელ უწერაში ( ჟამიერეთუბანში) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

by magda

18.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სოფელ უწერაში ( ჟამიერეთუბანში) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფელში არსებულ მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია.
შემსრულებელი – ი/მ ციური რაზმაძე
ჯამური ღირებულება – 17151 ლარი.
დაფინანსების წყარო – ადგილობრივი ბიუჯეტი
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content