9 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილემ ეკა მაისურაძემ , მერის წარმომადგენელთან ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაატა ჯაფარიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მცხოვრები, ომის მონაწილე ვეტერანი, საამაყო მამულიშვილი ბიჭიკო კერესელიძე მოინახულეს

09. 05.2021წ.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 76 – ე წლისთავის აღსანიშნავად, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილემ ეკა მაისურაძემ , მერის წარმომადგენელთან ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაატა ჯაფარიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მცხოვრები, ომის მონაწილე ვეტერანი,, საამაყო მამულიშვილი ბიჭიკო კერესელიძე მოინახულეს.
საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება არ ივიწყებს ამ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლეს გამარჯვებისათვის და მშვიდობიანი მომავლისათვის.
ომის ვეტერანს, ბიჭიკო კერესელიძეს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიმბოლური თანხა გადაეცა.
ბიჭიკო კერესელიძე 99 წლისაა . ის ერთადერთი ცოცხალი ომის ვეტერანია ონის მუნიციპალიტეტში.
ომის გმირები უფლის რწმენით , საკუთარი სამშობლოს სიყვარულით იბრძოდნენ., დღესაც ემოციის გარეშე ვერ იხსენებს ომის პერიოდს.
მადლობა სამშობლოსთვის თავდადებულ ყველა გმირს, რომელმაც 9 მაისი გადააქცია გამარჯვების დღედ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიჭიკო კერესელიძეს ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე უსურვეს.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა