0
6.08.2025წ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის და გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლის მხარდაჭერით და ორგანიზებით, 9 აგვისტოს ფოლკლორისტის, მუსიკოსის და პოეტის ბორის გუგეშაშვილის 90 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ბორის გუგეშაშვილის ფოტოების, ლექსების და აფიშების გამოფენა, ნაჩვენები იქნება ბორის გუგეშაშვილის სიმღერაზე გადაღებული კლიპი.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: “ქართული ხმები”, “ძირიანი”, “რაჭა”, “ბუბა”, ბერელიძეების მომღერალი ოჯახი, გუგეშაშვილების ოჯახი, პოეტები, მსახიობები და ბორის გუგეშაშვილის ყოფილი მოსწავლეები