17
20.08. 2019წ
CinéDOC-On Tour- ის ფარგლებში 20 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში რაჭის პირველი მინიფესტივალი გაიხსნა!
მაყურებელს საშუალება ქონდა ენახა ქართული და საერთაშორისო დოკუმენტური კინოს საუკეთესო ნამუშევრები და გასაუბრებოდა რეჟისორ მარი გულბანს.
მინიფესტივალი სამ ლოკაციაზე ტარდება,
კინოჩვენებები ასევე გაიმართება ქალაქ ამბროლაურსა და სოფელ ღებში.
რაჭის მინიფესტივალი 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის რეჟისორ მარი გულბანს და ფესტივალის ორგანიზატორებს საინტერესო ფილმის ჩვენებისთვის.