6 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2025“ გაიმართება

27.08.2025წ.

6 სექტემბერს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2025“ გაიმართება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია ონის, ამბროლაურის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტების არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება. მოეწყობა არაერთი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
ტრადიციულად მოხდება 2025 წლის საპატიო ონელების და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოება.
ღონისძიება გალა კონცერტით გაგრძელდება.
სახალხო დღესასწაულის “ ონელობა 2025” პროგრამა
16.00 საათი
„ონელობა 2025“ გახსნა;
16.00 – 19.00 საათი
რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ლოკაციების დათვალიერება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ:
ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი,
ანსამბლი „რაჭა“;
ანსამბლი „ბუბა“;
ქრისტინე პეტრიაშვილი და ახალგაზრდები.
19.00 საათი
ბრენდირებული ჰელიუმის ბუშტების გაშვება დავით აღმაშენებლის მოედანზე;
19.00 საათი
გალა კონცერტი
ლეგენდარული „ქართული ხმები“
(I ნაწილი);
19.30 საათი
ონის მუნიციპალიტეტის მერის და მოწვეული სტუმრების მისალმება
ონის მუნიციპალიტეტის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოება;
20.00 საათი
გალა კონცერტი
ჯგუფი „გორდელა“
(II ნაწილი).
ღონისძიების წამყვანი: ბექნუ ქაფიანიძე

Related posts

მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზედამხედველობის სამსახურისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ღებსა და ჭიორაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა , ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლასა და ღებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა