30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება

27.08.2025წ.

30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება!
ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მიერ.
ყველა ველოსპორტის მოყვარულ ენთუზიასტს, შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ველომოგზაურობაში- რაჭის ულამაზეს ბუნებაში!
სტარტი და ფინიში: ამბროლაურის კულტურის ცენტრი.
მანძილები: პროფესიონალები – 60 კმ; მოყვარულები – 20 კმ; ბავშვები – 10 კმ
რეგისტრაცია შესაძლებელია ადგილზე 10:00 საათიდან, ხოლო გარბენი/მარათონი დაიწყება 12:00 საათზე
მარათონში მონაწილეობა უფასოა, უცილებელია იქონიოთ საკუთარი ველოსიპედი და ჩაფხუტი.
ფულადი პრიზები 1000 ლარამდე!

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო