0
04.09.2025წ.
6 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა – 2025“ გაიმართება!
ღონისძიების ჩატარების არეალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, დავით აღმაშენებლის მოედანს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარს მოიცავს.
ონელობა, როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-17 ონელობას ვიზეიმებთ.
ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმართან ერთად, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს უმასპინძლებს.
დღესასწაულის სტუმრები გაეცნობიან ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
“ონელობა 2025“ -ის ტრადიციულ დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოხდება საპატიო და ღვაწლმოსილი ონელების, დაჯილდოება.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი გალა კონცერტით დაიხურება