7
6 მარტს ონის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლში დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ: ანსამბლი “ბიჭუნეები” (ხელმძღვანელი ირემა ჯაფარიძე), ანა-ბანას და საესტრადო წრის აღსაზრდელები (ხელმძღვანელი მაია ნატმელაძე), ფანდურის შემსწავლელი წრის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ლევან ბერელიძე), დრამატულ-ლიტერატურული წრის აღსაზრდელები ( ხელმძღვანელი ეკა მაისურაძე).
ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუმრად მობრძანებულ ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.