6 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, 2020 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

06.01.2020წ.

6 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, 2020 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. მერმა თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წელი და წარმატებები უსურვა სამსახურებრივ საქმიანობაში.
ემზარ საბანაძის განცხადებით ახალი 2020 წელი გასულ წლებთან შედარებით ბევრად დატვირთული და საპასუხისმგებლო იქნება,ამიტომ თითოეული სამსახური გაორმაგებული ძალებით უნდა შეუდგეს საქმიანობას, რათა მერიის მუშაობა კიდევ მეტად ეფექტური და შედეგიანი გახდეს,მისივე თქმით მერია მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით, ერთობლივი ძალისხმევით და გუნდური მუშაობით მიაღწევს სასურველ შედეგს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content