0
04.09.2025წ.
5 სექტემბერს, ქალაქ ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი.
40-70 წლის ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მამომობილის მეშვეობით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, ესარგებლათ ზემოაღნიშნული სერვისით.
მსგავსი ტიპის აქციები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რეგულარულად იმართება.