5 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით, ქალაქ ონში ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდება

by magda

01.09.2025წ.

5 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით, ქალაქ ონში ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდება.
ეროვნული სკრინინგ-ცენტრის წამყვანი სპეციალისტები მამომობილით ეწვევიან მუნიციპალიტეტს.
გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 40-70 ასაკის ქალბატონებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ზემოაღნიშნული სერვისით.
მამომობილი აღჭურვილია სხვადასხვა სახის სკრინინგის ჩასატარებლად საჭირო თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, მათ შორის მამოგრაფით, რომლის საშუალებითაც ხორციელდება კიბოს ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის – ძუძუს კიბოს სკრინინგული კვლევა.
“კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის მიზანია კიბოს პრევენციისთვის სკრინინგული
კვლევების ჩატარება საქართველოს რეგიონების მიზნობრივ მოსახლეობაში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content