5 თებერვალს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

by magda

05.02.2020წ.


მიმდინარე წლის 5 თებერვალს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული  ღონისძიება გაიმართა. პოეტმა ანა ერისთავმა ისაუბრა ზოგადად წიგნის მნიშვნელობაზე, წიგნის დღედ გამოცხადების შესახებ, ასევე წიგნიერი თაობის უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  აქტიურ მკითხველები, რომლებმაც ისაუბრეს საკუთარ შემოქმედებაზე,  ასევე საყვარელ წიგნზე და მათ ავტორებზე .

აღსანიშნავია, რომ

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას და მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენას.

 

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content