15.85 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

by magda

2018 წლის 21 დეკემბერს, 12:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება 15.85 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვა . “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2018 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge

dasdadasdasd

http://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/2309

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content