2019 – 2022 წლის პრიორიტეტების დოკუმენტების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

by magda

31 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა, 2019 – 2022 წლის პრიორიტეტების დოკუმენტების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. 
სხდომას ხელმძღვანელობდა ონის მუნიციპალიტეტის მერი- ემზარ საბანაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები. განხილული იქნა ინფრასტრუქტურული, კულტურული, სპორტული, სოციალური და ჯანდაცვის პრიორიტეტული პროგრამები. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის უშუალო ჩართულობა პრიორიტეტების დასახვისა და განხილვის პროცესში.

შეხვედრაზე განხილული პროექტები:
1.ქალაქის კეთილმოწყობა.
2. აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა.
3. ყოფილი საავადმყოფოს შენობის კეთილმოწყობა.
4. სოფ.ღარის გზის ასფალტირების დასრულება.
5. ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირება.
6. ახალი მუზეუმის მშენებლობა.
7. ბერშევას პარკის კეთილმოწყობა.
8. ქ.ონის სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია .
9. ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია.

მომდევნო სამუშაო შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content