by magda

08.04.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაჩთაში მდებარე დედათა მონასტერს წინასააღდგომოდ სასურსათო ნობათი გადაეცა.
სასურსათო ნობათი დედაოებს სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილესთან ქრისტინა კობახიძესთან, ადმინისტრაციის აპარატის უფროსთან მარიკა დვალთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
სოფელ ლაჩთაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 2003 წელს აშენდა, სადაც ორი მონაზონი მოღვაწეობს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, სრულიად საქართველოს გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content