განცხადება

23.02.2026წ.

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 17 თებერვალს შპს ,,საკაურა ჰესმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
წარმოადგინა დაგეგმილი საქმიანობის (ონის მუნიციპალიტეტში, მდ. საკაურაზე, შპს „საკაურა ჰესის“ 4.75
მგვტ დადგმული სიმძლავრის „საკაურა ჰესის“ და 35 კვ სიმძლავრის ქვესადგურის მშენებლობა და
ექსპლუატაცია) გზშ-ის ანგარიშის დაზუსტებული დოკუმენტაცია. შესაბამისი განცხადება თანდართულ
დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/55111eb7-c67d-4939-8ab6-12d18d3e1ebb.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებებთან და თანდართულ
დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ
წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 9 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ.
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ,
შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს
ეროვნულ სააგენტოს).

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა