15.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ კონკრეტულ საჭიროებებზე იმსჯელეს.
პაატა მაისურაძემ წარმომადგენლებს მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირებისა და მერიაში მოქმედ პროგრამებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მათი დეტალურად ინფორმირებისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელმა ონში – გიორგი გეწაძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა მავნებლის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების შესახებ და ხაზი გაუსვა ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტურობისთვის ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა