30 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის კვაშხიეთის და შქმერის თემის სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

by magda

30.10.2019წ.

30 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის კვაშხიეთის და შქმერის თემის სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილები გიორგი გონაძე და ლევან ქვათაძე, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფლებში: სორში,ზუდალში, კვაშხიეთში და შქმერში მოსახლეობას შეხვდნენ და მოისმინეს პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები.
მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა გიორგი მაქარაშვილმა მოსახლეობას რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე საგრანტო პროექტებში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გამოთქვა მზაობა, მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში საგრანტო წინადადებების მომზადების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით.
მოსახლეობის მთავარ პრობლემად ზამთრის საზონზე საშეშე მერქნით მომარაგება და სოციალური დახმარების საკითხი დასახელდა.კვლავ აქტუალურ საკითხად დგას წყალმომარაგების პრობლემა და სოფლის შიდა გზების მოწესრიგება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content