7
27.07.2026წ.
30 ივლისს, 10:00 საათიდან, ქალაქი ონში, ვახტანგ VI -ის ქუჩა N 10, ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.
აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება:
– ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ასაკის ქალებისთვის, მამოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური გამოკვლევა;
– საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა-25-60 წლის ქალებში, 30 წლიდან HPV ტესტირება;
– პროსტატის კიბოს სკრინინგი -50-70 წლის მამაკაცებში;
– კოლორექტული კიბოს სკრინინგი-50-70 წლის ქალები და მამაკაცები (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე);
– ასევე 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები B და C ჰეპატიტზე და აივ ინექცია -შიდსზე;
– ჰიპერტენზიის-არტერიული წნევის სკრინინგი
