29 ოქტომბერს, ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო ფონდის „ჩემი საქართველო“ ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა

29.10.2019წ.

29 ოქტომბერს, ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო ფონდის „ჩემი საქართველო“ ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა.
ეს დღე არასოდეს დაავიწყდება ონელ მაყურებელს , ეკრანზე გაცოცხლდა საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრება, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქების პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა
ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძე.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო ფონდის „ჩემი საქართველო“ დამაარსებელს მარიკა ზედელაშვილს, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძეს, მსახიობებს სტუმრობისთვის, ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის ჩვენებისთვის.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო