ონის მუნიპალიტეტის მერიამ მუშაობა დაიწყო მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე

29.10.2019წ.

ონის მუნიპალიტეტის მერიამ მუშაობა დაიწყო მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე. აღნიშნული მიზნით მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ჯგუფის მიზანია მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების იდენტიფიცირება, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების/გამოწვევების გამოვლენა, ასევე, განვითარების ისეთი შესაძლებლობების გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას და ეკონომიკის განვითარებას.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება „მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG) ახორციელებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან (LDA) ერთად. თავის მხრივ, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს დანიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო