0
29.05.2025წ.
დღეს, 29 მაისს, ქართველი მსახიობს, რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს, გიგა ჯაფარიძეს დაბადებიდან 101 წელი შეუსრულდა.
გიგა ჯაფარიძემ თეატრალური მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო. მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხო“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ ქალაქ ონში დაბრუნდა და იქ წარმატებულად გააგრძელა პროფესიული საქმიანობა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის რაჭული გუდასტვირის გადარჩენის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ ონის კულტურის ცენტრი და ცენტრალური პარკი დიდი სიყვარულისა და პატივიცემის ნიშნად გიგა ჯაფარიძის სახელს ატარებს.