29 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

29.01.2020წ.

მიმდინარე წლის 29 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში ზამთრის სეზონის მიმდინარეობასა და გამოკვეთილ საჭიროებებზე.
ემზარ საბანაძის განცხადებით ზამთარში სოფლების შიდა გზების მოწესრიგების საკითხი განსაკუთრებით მკაცრ კონტროლზეა აყვანილი,ამიტომ უხვი ნალექის შემთხვევაში წარმომადგენლებისგან მყისიერად უნდა მოხდეს საკითხის დაყენება გზის წმენდის თაობაზე, რათა არცერთი სოფლის მიმართულებით არ შეფერხდეს გადაადგილება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას.მერის განცხადებით სოფლის შეხვედრების დასრულება მინიმუმია ამ პროექტების განხორციელების საქმეში,მომდევნო ეტაპები, რაც ეხება დაპროექტებასა და მეწარმეების შერჩევას არის ის საპასუხისმგებლო საკითხები, რომლებსაც მაქსიმალური მონდომებით და ყურადღებით უნდა მოეკიდონ შესაბამისი სამსახურები საბოლოო ჯამში სასურველი და თვალსაჩინო შედეგის მისაღებად.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის წარმატებით და მაქსიმალური შედეგიანობით განსახორციელებლად ონის მუნიციპალიტეტის მერიას დამატებით,თანადაფინანსების სახით 100 000 ლარი აქვს გამოყოფილი.
ემზარ საბანაძე ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს, ინდივიდუალურად განიხილავს წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან, რათა ბოლომდე იყოს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა რაც დაეკისრება როგორც მეწარმეებს, ასევე თითოეულ სოფლის წარმომადგენელს.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს “ონის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content