ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

23.08.2024წ.

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
23 აგვისტოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალთან მძიმეწონიანი, მაღალი ტონაჟობის ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის გამო საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე საათით შეფერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შსს-ს წარმომადგენლები.
გაიჭრა ალტერნატიული გზა და ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობა მუნიციპალიტეტის მიმართულებით აღდგენილია.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს