ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა გამოიწვია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდის ნაწილობრივ დაზიანება, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია

23.08.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა გამოიწვია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდის ნაწილობრივ დაზიანება, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ამ დროისათვის აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სტიქიის ადგილზე გვიან ღამით იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილი, რომლებიც გაეცნენ არსებულ ვითარებას.
დილიდან ოპერატიულად დაიწყო ტექნიკის მობილიზება და ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს