27-29 იანვარს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ საგასტროლოდ იმყოფებოდა ბაკურიანში, ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალზე – „WINTER STAR”

31.01.2024წ.

27-29 იანვარს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ საგასტროლოდ იმყოფებოდა ბაკურიანში, ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალზე – „WINTER STAR”.
ანსამბლ „ორბას“ გამოსვლამ დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა. ანსამბლი დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქრებით, სიგელით და მედლებით.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ანსამბლ „ორბას“ ულოცავს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით საქმიანობაში.
ახალგაზრდების წახალისება და შემოქმედებითი კუთხით განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო