სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

31.01.2024წ.

“სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან – ბაჩანა მარკოიშვილთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. კომანდელი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სკვერის კეთილმოწყობა;
სოფ. ქრისტესი – სასაფლაოს შემოღობვა, გზის რეაბილიტაცია;
სოფ. ხირხონისი – გზის რეაბილიტაცია,ხიდ-ბოგირის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, კეთილმოწყობა;
სოფ. ქორთა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფ. სომიწო – სტადიონის დასრულება, გზის რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 648 000 ლარს. ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

Related posts

მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილთან ერთად, სოფელ ჟაშქვაში მისასვლელი გზის რეაბლიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.