27 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ რაჭა-2005’“ ,შპს ‘ ინდივიდ პარტნიორი“ წარმომადგენლებთან, ი/მ ტარიელ ჩიხრაძესთან

27.09.2019 წ.

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ რაჭა-2005’“ ,შპს ‘ ინდივიდ პარტნიორი“ წარმომადგენლებთან, ი/მ ტარიელ ჩიხრაძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების, სოფელ ლაჩთა- შეუბნის გზის რეაბილიტაციის და სოფლებში გომსა და ჯინჭვისში წყალსადენის რეაბილიტაციის საკითხები, ისაუბრეს სოფელ ბარში გზის ასფალტირების და ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემების ( 2 უბანი) მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
მეწარმეებს მიეცა მითითება გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის გამო, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე ვადებზე და სხვა საყურადღებო საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა