26 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და საავტომობილი გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ღებში იმყოფებოდა

16.09.2019წ.

 26 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და საავტომობილი გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ღებში იმყოფებოდა.
დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, მდინარე რიონზე, დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტება.
მომავალ წელს იგეგმება ასევე ხიდის რეაბილიტაცია მდინარე “ჩვეშურზეც”.
სამუშაოებს აწარმოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა -ემზარ საბანაძემ,ასევე მოინახულა სოფელ ღების საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ,შეხვდა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და გაეცნო სკოლისათვის გამოყოფილ ალტერნატიულ შეონობაში სწავლის პროცესის მიმდინარეობას.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს