27 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან, ასევე ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა ირინე სხირტლაძის ქუჩაზე,დემეტრე მეორეს მოედანსა და აღამაშენებლის ქუჩაზე კომერციული-სავაჭრო ფართების მფლობელებთან

by magda

27.09.2019წ.

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან, ასევე ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა ირინე სხირტლაძის ქუჩაზე,დემეტრე მეორეს მოედანსა და აღამაშენებლის ქუჩაზე კომერციული-სავაჭრო ფართების მფლობელებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს და ამ სამუშშაოების ფარგლებში აღნიშნული კომერციული ფართების იერსახის მოწესრიგების საკითხს.
ქუჩებზე მიმდინარე კეთლმოწყობის სამუშაოების პარალელურად თითოეულ კომერციული ფართის მფლობელი იღებს ვალდებულებას საკურების იერსახის მოწესრიგებაზე, რაშიც ემზარ საბანაძის განცხადებით ,მერია შესაძლებლობის ფარგლებში ჩაერთვება,იქნება ეს მასალების მიწოდება თუ პროექტირების სამუშაოები,რათა თითოეული კომერციული ფართი შეესაბამებოდეს ქალაქში ახლად მოწყობილ ქუჩების დიზაინს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content