27 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე იმყოფებოდა სოფელ შარდომეთში , დაათვალიერა შპს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეღორეობის ფერმის კომპლექსის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები

by magda

27.01.2020წ.

ბლაუნშტაინ საქართველო-ერთერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ინვესტიცია ონის მუნიციპალიტეტში!
მიმდინარე წლის 27 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე იმყოფებოდა სოფელ შარდომეთში , დაათვალიერა შპს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეღორეობის ფერმის კომპლექსის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც კომპანიამ 2018 წელს დაიწყო.
ფერიმის მშენებლობა განხორციელდება ოთხ ეტაპად და გათვლილი იქნება 224 დედა ღორზე.
ჩვენთან საუბარში შპს „ბლაუენშტაინ საქართველო” მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელმა ლაშა ჯაფარიძემ განაცხადა,რომ- ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი ეტაპის სამუშაოები რომლის დასრულება 2020 წლის აგვისტოში იგეგმება.
პირველი ეტაპი მოიცავს 70 დედა ღორზე გათვლილ ბლოკს და საკვების საწარმოო განყოფილებას.კომპლექსი აღიჭურვება ლაბორატორიით და შემდგომ, ადგილზე მოხდება საწარმოო დედა ღორების გამოყვანა.
შერჩეულია ინგლისური ლანდრას და იორკშირის ჯიშები. მნიშვნელოვანია, რომ ღორის კვება გათვალისწინებულია მხოლოდ ნატურალური მარცვლეულით, რაც პირდაპირ აისახება ხორცის ხარისხზე, მის უვნებლობასა და გემოვნურ თვისებებზე.
მთლიანი კომპლექსის ჯამური ინვესტიცია შეადგენს – 7 000 000 ლარს, ხოლო პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა არის 4 000 000 ლარი. კომპლექსის ოთხივე ეტაპის დასრულება იგეგმება 2022 წლისათვის.
ტექნოლოგიური პროექტი შეასრულა ავსტრიულმა კომპანიამ Schauer Agrotronic-მა.
ემზარ საბანაძემ ასევე დაათვალიერა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი – სათავო ფერმა. სწორედ აქ ხდება, რეგიონის პირობებისათვის საუკეთესო ჯიშის საქონლის გამოყვანა. სწორედ სათავო ფერმაა ერთგვარი სივრცე, სადაც ხდება მოწინავე შვეიცარიული გამოცდილების, ქართულ რეალობაში გადმოტანა
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ სათავო ფერმაში, დანერგილია საქონლის მოვლის ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დაავადებათა კონტროლის შვეიცარიული სტანდარტები, რომელსაც შვეიცარიელი კონსულტანტები მეთვალყურეობენ. მათ მიერ კონტროლი ხდება, როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად – შვეიცარიიდან.
ფერმაში ჩამოყალიბებულია აგრონომიული და ვეტერინარიული სამსახურები, რომლებიც სამომავლოდ, ფერმერებს მოემსახურებიან და დაეხმარებიან ევროპულ სტანდარტების დანერგვაში.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ , მუდმივად და მკაცრად კონტროლდება სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
„ბლაუენშტაინ საქართველო” შვეიცარიულ-ქართული საინვესტიციო პროექტია, რომელსაც 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ემზარ საბანაძე მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ კერძო ინვესტიციებს,წარმატებულ პროექტებს მომავალშიც გაეცნობა და მუნიციპალიტეტის შესაძლებლობისა თუ კომპეტენციის ფარგლებში სრულიად დაუჭერთ მათ მხარს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content