27 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ორგანიზაციები საახალწლო კვირეულს სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებით აღნიშნავენ. წარმოგიდგენთ საახალწლო ღონისძიებების ჩატარების გრაფიკს

by magda

25.12.2021წ.

27 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ორგანიზაციები საახალწლო კვირეულს სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებით აღნიშნავენ. წარმოგიდგენთ საახალწლო ღონისძიებების ჩატარების გრაფიკს:
🌲🎉 1. ა(ა)იპ “ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი”
საახალწლო ზეიმი – 27 დეკემბერი – დასაწყისი – 16.00 სთ.
🎉🎨2. ა(ა)იპ “ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა”
საახალწლო გამოფენა – გაყიდვა – 27 დეკემბერი – დასაწყისი – 13.00 სთ.
🎺🎉3. ა(ა)იპ “ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა”
საახალწლო კონცერტი – 28 დეკემბერი – დასაწყისი – 14.00 სთ.
🎀🎉4. ა(ა)იპ “ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრი”
საახალწლო კონცერტი – 29 დეკემბერი – დასაწყისი -19.00 სთ
🎤🎉5. ა(ა)იპ “ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა”
შეხვედრა აქტიურ მკითხველთან – 30 დეკემბერი – დასაწყისი – 12.00 სთ.
🌲🎇ონის მუნიციპალიტეტის საახალწლო ნაძვის ხე🎀🎉
ქალაქი ონი, დავით აღმაშენებლის მოედანი
31 დეკემბერი – დასაწყისი – 18.00 სთ
I ლოკაცია
ანა ჯელაძის ფარდაგების გამოფენა🎉🎀
II ლოკაცია
ელენე მაგრაქველიძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა🎨🎉
III ლოკაცია
ტრადიციული რეწვის სახელოსნოს „ ედენა“ გამოფენა🎀🎉
IV ლოკაცია
მზია გაგიშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.🎉🪅
V ლოკაცია
ღია სცენა🎺🎤🎉🎄
✅ ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი, დამდეგ ახალ 2022 წელს მიულოცავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და დააჯილდოვებს მუნიციპალიტეტის ორ წარჩინებულ მოსწავლეს:
✅ ონის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლის ეტალონ-მოსწავლეს, მარიამ საძაგლიშვილს – სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლა, XI კლასი;
✅ ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, „ონი დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში“, გამარჯვებულ მოსწავლეს ლიკა ბიჭაშვილს – სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლა, X კლასი.
✅ დამდეგ ახალ წელს მოსახლეობას მიულოცავს საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი
🎉🎄🎺 ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდობის საახალწლო კონცერტი.
დასაწყისი – 18.30 სთ
🎄🎉🎁🎀 საახალწლო ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით დააჯილდოვებს.
დასაწყისი – 19.00 სთ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content