25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

2018 წელს, საქართველოში, სამთავრობო 16 დღიანი კამპანიის თემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა. დოკუმენტი წარმოადგენს 2018 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარს.

დოკუმენტში გაერთიანებულია სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილი ერთობლივი და 50-ზე მეტი სექტორული ღონისძიება, რომელიც ჩატარდება 2018 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვალით, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ (შემდგომში 16 დღიანი კამპანია) მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში1 საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

2018 წელს, საქართველოს მთავრობა გეგმავს სამთავრობო უწყებების ერთიან და სექტორული ღონისძიებების სერიას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას, როგორც კამპანიის, ისე კანონმდებლობისა და არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ. 

2018 წელს, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის თემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.

კამპანიის ძირითადი საკომუნიკაციო გზავნილები 2018 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამთავრობო უწყებები იხელმძღვანელებენ “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 2018-2020 წლების ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგიით“ განსაზღვრული და დამტკიცებული გზავნილებით.

16 დღიანი კამპანიის მთავარ საკომუნიკაციო გზავნილს წარმოადგენს: სახელმწიფო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნულ გზავნილში გამოკვეთილია მნიშვნელოვანი, გამაერთიანებელი, საერთო ასპექტი: სახელმწიფო, რომლისთვისაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლის დაცვა პრიორიტეტად რჩება.

#16დღიანიკამპანია2018                        

#ქალთამიმართძალადობისწინააღმდეგ

#სახელმწიფოზრუნავს

#დავძლიოთძალადობა

#საერთოსაქმეა

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს