122
1 იანვარს ქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კილომეტრზე (უწერა-გლოლის მონაკვეთზე) ჩამოსულმა 25 მეტრის სიგანის მეწყერმა რაიონს მოწყვიტა ზემო რაჭის 3 სოფელი: გლოლა, ღები, ჭიორა და კურორტი შოვი. 1 იანვრის ღამიდანვე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი-არჩილ ჯაფარიძე, ონის მერი-ემზარ საბანაძე.
3 იანვრის მდგომარეობით ქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კილომეტრი (უწერა-გლოლის მონაკვეთი) გახსნილია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის სრული გაწმენდა