ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან პაატა მაისურაძესთან ერთად, ქალაქ ონში ბეერ-შევას სახელობის სკვერში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

by newadmin newadmin

01.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან პაატა მაისურაძესთან ერთად, ქალაქ ონში ბეერ-შევას სახელობის სკვერში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ინიციატივას, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 954 444 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს შეემატება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე.
სარეაბილიტაციო პროექტი მოიცავს ტერიტორიის სრულ განახლებასა და კეთილმოწყობას, მათ შორის:
სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას — ჩოგბურთის მოედნის, გარე ტრენაჟორებისა და ჭადრაკის სივრცის მოწყობას;
დასასვენებელი ზონების მოწყობას — საფეხმავლო და ველობილიკების დაგებას, ფანჩატურებისა და დეკორატიული სკამების მონტაჟს;
გარე განათების სისტემების დამონტაჟებასა და გამწვანების სამუშაოებს.
პროექტის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე, კომფორტული და მრავალფუნქციური რეკრეაციული გარემოს შექმნა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content