ქალაქ ონის შესასვლელთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან

by newadmin newadmin

02.05.2026წ.

ქალაქ ონის შესასვლელთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან
ამ დროისთვის გზის სავალი მონაკვეთი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია, რის გამოც უსაფრთხოებიდან გამომდინარე გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.
დღის მანძილზე არსებული ტერიტორიის შესწავლის მიზნით გეოლოგები და მეკლდეურები ჩამოვლენ, განხორციელდება ფერდზე განვითარებული პროცესის დაკვირვება და მონიტორინგი.
ადგილზე, კვლავ რჩებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა, დაიცვათ უსაფრთხოების წესები.
მოძრაობის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.@

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content